კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

Eurojust-ი საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის და პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს მიერ საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიების ჩატარებას ეხმაურება

11 ივნისი, 2026

მსოფლიოს მასშტაბით, Eurojust-ისა და ევროპოლის მხარდაჭერით ჩატარებული პარალელური გამოძიების შედეგად, დაიხურა ვებგვერდი, რომელიც ეჭვმიტანილია 2022-2025 წლებში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 336 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის გათეთრებაში. Eurojust-ში ჩატარდა რამდენიმე საკოორდინაციო შეხვედრა, საფრანგეთში, პოლონეთში, საქართველოსა და ისლანდიაში სამართალდამცავი ღონისძიებების აღსრულების მოსამზადებლად, რაც განხორციელდა Eurojust-ში პოლონეთისა და საფრანგეთის ეროვნული განყოფილებების, აგრეთვე აშშ-ის, საქართველოსა და ისლანდიის მეკავშირე პროკურორების მხარდაჭერით, - ასე ეხმაურება Eurojust-ი საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის და პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს მიერ საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიების ჩატარებას.

როგორც Eurojust-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, საქართველოს მეკავშირე განყოფილება მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილთან 10 ივნისს დაგეგმილი ოპერაციის დღის მოსამზადებლად.


„მსოფლიოს მასშტაბით, Eurojust-ისა და ევროპოლის მხარდაჭერით ჩატარებული პარალელური გამოძიების შედეგად, დაიხურა ვებგვერდი, რომელიც ეჭვმიტანილია 2022-2025 წლებში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 336 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის გათეთრებაში.
ხსენებულ სერვისს, სახელწოდებით „AudiA6“, იყენებდნენ გამომძალველ პროგრამებთან (Ransomware) დაკავშირებულ კიბერდანაშაულებში ჩართული პირები მოპარული ციფრული აქტივების განაღდებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის უკანონო თანხების მოძრაობის დამალვის მიზნით.

სავარაუდოდ, ვებგვერდის უკან მდგომი დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე მართავდა ცალკეულ კიბერდანაშაულებრივ ფორუმს „Dark2Web“, რომელიც წარმოადგენდა არალეგალური მომსახურების რეკლამირებისა და მთელ მსოფლიოში კიბერდანაშაულებრივი აქტორების ერთმანეთთან დასაკავშირებელ პლატფორმას.

როგორც სერვისის კლიენტები, კიბერდამნაშავეები მოპარულ კრიპტოვალუტას რიცხავდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ კონტროლირებად საფულეებზე და დაახლოებით ერთ საათში უკან იღებდნენ „გასუფთავებულ“ თანხებს ტრანზაქციების რთული ჯაჭვის მეშვეობით, რომელიც მიზნად ისახავდა ფულადი თანხის წარმოშობის დამალვას. პლატფორმის ოპერატორები მომსახურებისთვის იღებდნენ საკომისიოს, 3%-დან 10%-მდე ოდენობით.
10 ივნისს საქართველოში ჩატარდა ოპერაცია, რომლის შედეგადაც:
• საქართველოში დაკავებულ იქნა ორი სავარაუდო ადმინისტრატორი;
• საქართველოში ჩატარდა 3 უძრავის ქონების ჩხრეკა;
• დაიხურა 25 დომენი და ამოღებული იქნა 30-ზე მეტის სერვერი;
• საქართველოში ამოღებული იქნა 80-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება და არაერთი უძრავი ქონება;
• დაყადაღებული იქნა 692,000 ევროს ეკვივალენტი კრიპტოვალუტა და ამოღებული იქნა 86,000 ევროს ეკვივალენტი კრიპტოვალუტა.

საერთაშორისო სასამართლო თანამშრომლობა

Eurojust-მა მხარდაჭერა აღმოუჩინა საგამოძიებო ორგანოებს — აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა (USSS) და აშშ-ის შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის საგამოძიებო (IRS-CI) სამმართველოში მოქმედი აშშ-ის მეკავშირე განყოფილების მეშვეობით, ხოლო პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურ ბიუროსა და ლოძის რეგიონულ პროკურატურას — პოლონეთის ეროვნული განყოფილების ხაზით. საქართველოს მეკავშირე განყოფილება მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილთან 10 ივნისს დაგეგმილი ოპერაციის დღის მოსამზადებლად.

ოპერაციებს ასევე წინ უძღოდა პოლონეთში ერთ-ერთი თანამონაწილის დაკავება 2025 წლის სექტემბერში. საქართველოში ეჭვმიტანილები დაკავებული იქნენ ლოძის რეგიონული პროკურატურის მიერ პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში გაცემული საერთაშორისო წითელი ცირკულარის საფუძველზე.

Eurojust-ში ჩატარდა რამდენიმე საკოორდინაციო შეხვედრა, საფრანგეთში, პოლონეთში, საქართველოსა და ისლანდიაში სამართალდამცავი ღონისძიებების აღსრულების მოსამზადებლად, რაც განხორციელდა Eurojust-ში პოლონეთისა და საფრანგეთის ეროვნული განყოფილებების, აგრეთვე აშშ-ის, საქართველოსა და ისლანდიის მეკავშირე პროკურორების მხარდაჭერით. გლობალური გამოძიების კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე, Eurojust-ის მუშაობა სამართალდამცავი ორგანოებისთვის დახმარების მხრივ ღირებული გამოდგა მრავალი ფორმით, სხვადასხვა იურისდიქციებისთვის საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობების მომზადებაში აღმოჩენილი დახმარების ჩათვლით.

ევროპოლის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ევროპულმა ცენტრმა გააანალიზა ფულის გათეთრების პლატფორმის მიღმა არსებული დანაშაულებრივი თანხების კვალი. ევროპოლის კიბერდანაშაულისა და კრიპტოვალუტის ექსპერტებმა თვალი მიადევნეს კრიპტოვალუტის უკანონო ნაკადებს, დაეხმარნენ სამართალდამცავებს იმ ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირებაში, რომელიც გამოიყენებოდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლების საზღვრებს გარეთ გასატანად და გამოძიების დასკვნითი ფაზის დაწყებამდე ევროპულ სამართალდამცავ ორგანოებს მხარდაჭერას უწევდნენ ოპერატიული ინფორმაციის დამუშავებაში.

ყალბი ანგარიშების შექმნა

ფულის გათეთრების სქემის ცენტრალურ რგოლს წარმოადგენდა ათასობით ყალბი ანგარიში, რომლებიც გახსნილი იყო მოპარული ან შესყიდული პერსონალური მონაცემების გამოყენებით. გამოძიების პროცესში იდენტიფიცირებულ იქნა „იცნობდე შენს კლიენტს“ (KYC) კითხვარების 6,000-ზე მეტი ჩანაწერი, რომლებიც დაკავშირებული იყო ე.წ. „ფულის გადაზიდვის“ ფუნქციის მქონე ანგარიშებთან. ბევრი ეს ანგარიში დაკავშირებული იყო რუსულენოვან შუამავლებთან, რომლებიც სპეციალურად იყვნენ დაქირავებულნი კრიპტოვალუტის ბირჟების მეშვეობით დანაშაულებრივი შემოსავლების მოძრაობის ხელშესაწყობად.

ჯგუფი იყენებდა როგორც კომერციულ ელექტრონულ ფოსტებს, ისე მათ კონტროლს დაქვემდებარებულ დომენებთან დაკავშირებულ ელექტრონულ მისამართებს კრიპტოვალუტის სხვადასხვა ბირჟაზე შუამავალთა ანგარიშების დასარეგისტრირებლად. აღნიშნული დომენები საჯაროვდება, რათა კრიპტოვალუტის ბირჟებმა შეძლონ ფულის გათეთრების ამ პლატფორმასთან ასოცირებული ანგარიშების იდენტიფიცირება და დაბლოკვა:
• designli.pictures
• pheontx.eu
• smplfy.in
• sumato-soft.org
• technobrains.dev
• lett.email
• trayo.app
• deliverly.top
• inboxly.top
• postfast.eu
• postino.click
• inboxally.agency
• mailora.eu
• postify.email
• quix.express
• flowcomm.click
• qube.black
• deliverlett.com
• lettermail.eu

Eurojust-ის კოორდინაციით მიმდინარე პროცესში ჩართული იყვნენ შემდეგი უწყებები:
• ამერიკის შეერთებული შტატები: აშშ პენსილვანიის შტატის აღმოსავლეთ ოლქის პროკურატურა; აშშ საიდუმლო სამსახური (USSS); შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის გამოძიების სამმართველო (IRS-CI), გენერალური ინსპექტორის ფედერალური დეპოზიტის დაზღვევის კორპორაცია (FDIC OIG), ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველო (HIS);
• საფრანგეთი: საჯარო პროკურატურის პარიზის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო; ეროვნული ჟანდარმერიის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო
• პოლონეთი: ლოძის რეგიონული პროკურატურა, კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს ლოძის განყოფილება
• საქართველოს: საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი
• ისლანდია: გენერალური პროკურატურა; რეიკიავიკის მუნიციპალური პოლიცია“, - ნათქვამია Eurojust-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილებისის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო... ...

01 ივლისი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დირექტორს 8 წლით, ხოლო ამავე კომპანიის თანამშრომელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების... ...

30 ივნისი, 2026

news image

პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების რეინჯერს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს.ს.ი.პ.-ის  დაცული ტერიტორიების სააგ... ...

30 ივნისი, 2026