კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

დამამძიმებელ გარემოებებში ვიტალი საფაროვის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

27 ივნისი, 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ვიტალი საფაროვის  დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში  ბრალდებულები ა.კ. და გ.ს. დამნაშავედ ცნო.  
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქ.თბილისში, ალექსანდრე დიუმას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ა.კ.-მ და გ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით ვიტალი საფაროვს დაზიანებები მიაყენეს. ა.კ.-მ დანით ვ.საფაროვს  სხეულის სხვადასხვა არეში  მიაყენა ჭრილობები, ვ.საფაროვი შეეცადა თავი დაეღწია მისგან, რაც ვერ მოახერხა, ვინაიდან ზურგის მხრიდან იგი გ.ს.-მ დაიჭირა და იმ დროს, როდესაც ა.კ. აგრძელებდა საფაროვისთვის ჭრილობების მიყენებას, ე.წ. კასტეტით დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.საფაროვი წაიქცა, ხოლო ა.კ. და გ.ს. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ვიტალი საფაროვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ა.კ. და გ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად) და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ეროვნული შეუწყნარებლობის გამო) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს წარდგენილი ბრალდებიდან ამოურიცხა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა ეროვნული შეუწყნარებლობის გამო), ისინი დამნაშავედ ცნო 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად) და სასჯელის სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 
საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ბრალიდან 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის ამორიცხვის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს და ორივე პირის ამ ნაწილში დამნაშავედ ცნობას და მათთვის სასჯელის დამძიმებას მოითხოვს.
 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლასროლი იარაღის და საბრძოლო მასალი... ...

31 ივლისი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“... ...

31 ივლისი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად... ...

31 ივლისი, 2026