კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად,  ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18 ნოემბერი, 2019

გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ზ.კ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 01:25 საათზე, გორის რაიონის სოფელ ხელთუბნის საავტომობილო გზაზე, ზ.კ.-მ, რომელიც „MERCEDES BENZ"-ის მარკის ავტომობილით გორის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები და გზის სავალ ნაწილზე მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ თ.მ.-ს ავტომობილით გადაუარა. მიღებული დაზიანებების შედეგად თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.   
სამართალდამცველებმა ზ.კ. 2019 წლის 9 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (2018 წლის 06 ივლისს მოქმედი რედაქცია)) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
გორის რაიონულმა სასამართლომ ზ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 
 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ, გორში არასრულწლოვანების ჯგუფურად ცემის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, გორში მომხდარი არასრულწლოვანების ჯგუფურად ცემის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარ... ...

20 მაისი, 2025

news image

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის და მომზადების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე 6 პირ... ...

20 მაისი, 2025

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდებ... ...

20 მაისი, 2025