კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს ერთობლივი განცხადება ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების თაობაზე

03 თებერვალი, 2023

ექსტრადიციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების გზით, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მეტად აძლიერებენ სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობას.
 
2023 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე საქართველოში, თბილისში გაიმართა მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდნენ სახელმწიფო დეპარტამენტი და იუსტიციის დეპარტამენტი, ხოლო საქართველოს - იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა.
 
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს სამართალდაცვითი თანამშრომლობის მდიდარი ისტორია აქვთ, რომელიც 30 წელს ითვლის, მათ შორის, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური თაღლითობის, ორგანიზებული დანაშაულის, ფულის გათეთრების, ადამიანებით ვაჭრობისა და სხვა მძიმე დანაშაულებთან ბრძოლის თვალსაზრისით. სამართალდაცვითი თანამშრომლობის წყალობით, ორმა ქვეყანამ ჩამოაყალიბა ძლიერი პარტნიორობა და ნდობა, რაც არის შემდეგი ნაბიჯი ურთიერთობის განვითარებისთვის.
 
ორმხრივ ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულებისა და რატიფიკაციის შემდეგ, აღნიშნული ხელშეკრულება სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავე პირთა მართლმსაჯულების წინაშე ეფექტურად წარდგენას.

 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. იუსტიციის სამინი... ...

12 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4... ...

12 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის, განგრძობადი განათლების ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „არასრულწლოვანთა მართლ... ...

10 ოქტომბერი, 2026