კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

ამბროლაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

12 დეკემბერი, 2022

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ამბროლაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.  იმსჯელეს როგორც ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვის და დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობაზე, ისე დაზარალებულების მხარდაჭერისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესზე.

პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით  უწყების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები გააცნეს, ასევე, მათი უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დაზარალებულთა მხარდაჭერის და ფემიციდის პრევენციის მიმართულებით    კოორდინირებული მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე.

პროკურატურის წარმომადგენლებმა მოისმინეს შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულის შესახებ; ისაუბრეს ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო  და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. ამ მიზნით, პროკურორები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.
 

#არაფემიციდს
#მკვლელობაისჯებამკაცრად
#შეაჩერეფემიციდი
#სიყვარულიარკლავს

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის... ...

23 ივნისი, 2025

news image

პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამ... ...

21 ივნისი, 2025

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავა. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართვე... ...

20 ივნისი, 2025