კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დატოვა

21 აპრილი, 2023

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულთა სააპელაციო საჩივრები და უცვლელად ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ქ.გორში,  ოთხი მსჯავრდებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულად თანხას. 
მსჯავრდებულებმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი მდინარე მტკვარში დაახრჩეს. 

წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა მომხდარის შესახებ   მეგობარს უთხრეს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სასამართლომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“, მეორე ნაწილის ნაწილის ,,ე“, მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები), ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი)  სამ მსჯავრდებულს   20 და 21 წლით,  არასრულწლოვან მსჯავრდებულს 12 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილი) მსჯავრდებულს  6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის... ...

07 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ე... ...

07 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 18 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო... ...

07 ოქტომბერი, 2026