კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
30 ივლისი, 2023
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით, თბილისსა და ბათუმში, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრებს, კერძო კომპანიებში დასაქმებულ პირები ესწრებოდნენ.
პროკურორებმა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვაზე ორიენტირებული მიდგომისა და მხარდაჭერის საკითხებს.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან თავი შრომითი ექსპლუატაციისგან, ვის მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი დაზარალებულთათვის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს, თუ რა სამართლებრივი მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ამ დანაშაულს და როგორია შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების პრევენციის, შრომითი ტრეფიკინგის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა. შრომითი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შედიან. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მიზანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოსავლენად.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით კვლავ პირველ საფეხურზეა.
საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და ამ მიმართულებით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის... ...
12 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ე... ...
12 ნოემბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯ... ...
12 ნოემბერი, 2026