კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
2024 წლის იანვრიდან, პროკურატურის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა
15 იანვარი, 2024
2024 წლის 1 იანვრიდან, ისევე როგორც სხვა საჯარო სექტორში დასაქმებულების, პროკურატურის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა. ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან პროკურატურის თანამშრომლებისთვის წელთა ნამსახურობის დანამატი 2%-ით იზრდება. კერძოდ, 3-დან 10 წლამდე ნამსახურობის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს - 7%, 10-დან 20 წლამდე - 12%, ხოლო 20 წელზე მეტი ნამსახურობისას - 17% განისაზღვრა.
პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოსთან ერთად შესაძლოა მოიცავდეს წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის დანამატი, განსხვავებით ყველა სამართალდამცავი ორგანოსგან, პროკურატურის სისტემაში 2023 წლამდე არ მოქმედებდა.
პროკურატურის სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების შესანარჩუნებლად, თანამშრომელთა მოტივაციის და სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია პროკურორების სოციალური პირობების გაუმჯობესება.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭ... ...
16 მაისი, 2025
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატ... ...
16 მაისი, 2025
პროკურატურამ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინის... ...
15 მაისი, 2025