კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
ყოფილი მეუღლის დედის განზრახ მკვლელობასა და მეუღლის და მეუღლის მამის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
01 ნოემბერი, 2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დედის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში და ყოფილი მეუღლის და მეუღლის მამის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ხ.ყ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს, თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, თაღლითობისთვის, ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ნასამართლევი ხ.ყ. დაახლოებით 00:30 საათზე, ყოფილი მეუღლის - ნ.რ.-ს სახლში შეიპარა და განქორწინებით განაწყენებულმა, მძინარე ნ.რ.-ს მოკვლის მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. ხ.ყ.-მ ასევე დაზარალებულის დასახმარებლად ოთახში შესულ ყოფილი მეუღლის დედას - დ.კ.-ს და მამას ვ.დ.-ს ოჯახის სხვა წევრების თვალწინ განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილებზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ნ.რ.-ს და ვ.დ. -ს გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ხ.ყ. 2019 წლის 5 თებერვალს ქ. თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) და 111,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა) და 111,19.109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე დაემატა წინა განაჩენით დაკისრებული ჯარიმის 3000 ლარის გადახდა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ არასრულწლოვანს, ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება შეუმსუბუქა
საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ არასრულწლოვანს ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალ... ...
15 სექტემბერი, 2026
საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსის იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პროკურატურის და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, HELP პროგრამის ახალი სასწავლო კურსის - ,,ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებ... ...
14 სექტემბერი, 2026
გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა. როგორც... ...
11 სექტემბერი, 2026