კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

24 სექტემბერი, 2019

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში ბრალდებულები ზ.ა. და ი.მ. დამნაშავედ ცნო.  
სასამართლო  პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 4 მარტს, ქ. აბაშაში,  ყაჩაღობისთვის  ნასამართლევი ზ.ა. და ი.მ. ნიღბებით და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ყაჩაღურად თავს დაესხნენ მ.ჩ-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა მ.ჩ-ს ოჯახის წევრებს, მათ შორის მის არასრულწლოვან შვილს ხელ-ფეხი წებოვანი ლენტით  შეუკრეს  და მაგიდაზე მიაბეს, შემდეგ კი სახლიდან  დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 
სამართალდამცველებმა ზ.ა. და ი.მ.  2018 წლის დეკემბერში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 
    ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულიად ცნო დამნაშავედ  წარდგენილ  ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ყაჩაღობისთვის ადრე ნასამართლევ ზ.ა.-ს 10 წლით, ხოლო ი.მ-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის დიდი ოდენობით, უკანონო... ...

23 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონ... ...

23 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გა... ...

23 სექტემბერი, 2026