კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

სოფელ გამარჯვებაში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გ.ჭ.-ს ბრალდება წარედგინა

09 ივნისი, 2020

სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გ.ჭ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა.  
შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს შს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის 7 ივნისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში გ.ჭ.-ს მისივე თანასოფლელებთან, ძმებთან გ.ჭ.-სთან და მ.ჭ-სთან შელაპარაკება მოუხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. აღნიშნულის შემდეგ გ.ჭ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა, თუმცა მოგვიანებით მომხდარის შედეგად განაწყენებულმა, შურისძიების მიზნით გ.ჭ.-ს და მ.ჭ-ს დაუწყო ძებნა, რის შემდეგაც მათ შორის კვლავ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც გ.ჭ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გ.ჭ.-ს და მ.ჭ-ს გულმკერდის და მუცლის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.  
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. გ.ჭ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ მიმართა სასამართლოს გ.ჭ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგ... ...

26 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქ... ...

26 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთ... ...

25 ოქტომბერი, 2026