კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის მამას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
31 ოქტომბერი, 2019
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვან შვილთან გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული ს.ფ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 მაისს, ს.ფ.-მ მის 16 წელს მიუღწეველ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
სამართალდამცველებმა ს.ფ. 2019 წლის 31 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11' 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ს.ფ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის... ...
23 ივნისი, 2025
პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამ... ...
21 ივნისი, 2025
საქართველოს პროკურატურის განცხადება
საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავა. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართვე... ...
20 ივნისი, 2025