კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

13 სექტემბერი, 2019

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ, არასწორი ფაქტების  დასახელებით კიდევ ერთხელ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. აღნიშნული საქმისადმი საზოგადოების  ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა საჭიროდ მიიჩნევს, კიდევ ერთხელ განმარტოს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შესახებ ბრალდებული ხაზარაძე  საუბრობს.
არაერთხელ აღინიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მამუკა ხაზარაძის  განცხადებები, თითქოს პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება ეგრეთ წოდებულ წერილთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი “დოკუმენტი” დაუყონებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება. გამოძიების მიმდინარეობის კიდევ ერთი  დასტურია ის გარემოება, რომ მამუკა ხაზარაძე ამ ფაქტზე  სასამართლოში გამოიკითხა მოწმის სახით. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მოწმე იკითხება მხოლოდ მოქმედი, დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
ამ ეპიზოდის სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიება განზრახ შეაფერხა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოსამართლის წინაშე დაკითხვისას  არ წარმოადგინა ე.წ. წერილის ორიგინალი და ამასთან, კატეგორიული უარი განაცხადა შუამავლის დასახელებაზე. ამის გამო, პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, დანიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები ე.წ. წერილთან დაკავშირებით და გამოკითხოს მოწმეები.
ამასთან, გაუგებარი და სამართლებრივ ჩარჩოებს აცდენილია ბრალდებულ მამუკა  ხაზარაძის მოთხოვნები იმის შესახებ, რომ იგი მხოლოდ განსაკუთრებული წესით წარმართულ საგამოძიებო მოქმედებებში მიიღებს მონაწილეობას. ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაში მოდის მოქმედი სისხლის სამართლის მატერიალურ და საპროცესო კოდექსებთან. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით და არანაირი საგამონაკლისო წესი პიროვნების საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ ქონებრივი სტატუსის მიუხედავად არ დაიშვება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ე... ...

12 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდ... ...

11 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამო... ...

11 ნოემბერი, 2026