კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს გენერალური პროკურორი თანამშრომლებს შეხვდა და 2020 წელს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა
31 დეკემბერი, 2020
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა, 2020 წელს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.
როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, მიმდინარე წელს საქართველოს პროკურატურაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის ამოქმედდა რანგირების სისტემა, რომლის ფარგლებში 110 პროკურორს და გამომძიებელს პირველი და მეორე რანგები მიენიჭა.
ირაკლი შოთაძის თქმით, შეფასებისა და რანგირების სისტემის მიზანია საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის და პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა მოტივაციის ამაღლება.
შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით და ვადამდელი წოდების მინიჭებით დააჯილდოვა.
გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს მიერ სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლინდა 2020 წლის საუკეთესო პროკურორი - ვლადიმერ ვექილიანი, საუკეთესო გამომძიებელი - ლევან ზაკალაშვილი და წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფები - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველო და ბათუმის რაიონული პროკურატურა. სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიონალურად შესრულებისთვის ყველაზე მაღალი ჯილდო - საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება მიენიჭა და შესაბამისი სამკერდე ნიშანი გადაეცა პროკურორებს: ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორს თამაზ მებონიას, კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსს გიორგი ბაჩიაშვილს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსს ნათია გორგოძეს და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსს მაგდა კაპანაძეს.
საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება, ასევე, მიენიჭა ოზურგეთის რაიონულ პროკურორს ფრიდონ ქარცივაძეს, რომელიც 2020 წლის 7 ნოემბერს , კოვიდინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.
ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული წელი უსურვა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდ... ...
11 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამო... ...
11 ნოემბერი, 2026
პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო
პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო. სტაჟიორობის კანდიდატები საქართველოს... ...
11 ნოემბერი, 2026