კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება
09 ივლისი, 2020
გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. აღნიშნულის გამო, 2020 წლის 09 ივლისს, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმე, იმავე დღეს, გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს. საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა გაირკვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, როგორც მოპოვების ასევე შენახვის კანონიერების საკითხი. გამოძიება ასევე შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის მიერ, დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას, ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს.
პროკურატურა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეაფასებს საქმის ყველა გარემოებას და გადაწყვეტს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხს.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე... ...
14 ნოემბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნდობის, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენები... ...
13 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და... ...
13 ნოემბერი, 2026