კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

27 ოქტომბერი, 2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ  მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.      
გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ  27 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და  კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პარსელის მადლობის წერილები გადაეცათ

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონული უსაფრთხოების ოფისის (RSO) ხელმძღვანელს, საზღვა... ...

22 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართ... ...

21 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ... ...

21 სექტემბერი, 2026