კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს პროკურატურის განცხადება
03 ნოემბერი, 2020
2020 წლის 03 ნოემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების დამძიმების მოთხოვნის შუამდგომლობით მიმართა. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიერ, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობის დარღვევის ფაქტი, კერძოდ: როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2020 წლის 01 ნოემბერს, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას - საქართველოს პარლამენტის სასახლესთან განცხადებების გაკეთებისას, დემონსტრაციულად მოახდინა ელექტრონული მონიტორინგის უზრუნველმყოფი მოწყობილობის მოხსნა და მოშორება. ბრალდებულმა აღნიშნული ქმედებით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობა. შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით გამოყენების შესახებ. დამატებითი ღონისძიების სახით ასევე მოთხოვნილია ნიკანორ მელიასთავის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვის დაწესება, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ... ...
29 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორ... ...
29 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართვ... ...
29 ოქტომბერი, 2026