კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა
10 ივლისი, 2020
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გურჯაანის რაიონული პროკურატურის საჩივარი და სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე, ბრალდებულ პედაგოგებს ნ.ს-ს და ვ.ქ-ს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის ექსკურსიაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, სკოლა ,,ალბიონი”-ს პედაგოგების ნ.ს. -ს და ვ.ქ.-ს მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
აღსანიშნავია, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნ.ს. და ვ.ქ. აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და ბრალდებულებს გირაო 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება.
სხვა სიახლეები
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორ... ...
26 აგვისტო, 2026
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 26 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწ... ...
25 აგვისტო, 2026
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის სა... ...
25 აგვისტო, 2026