კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმედგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულებს 16 -16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

09 დეკემბერი, 2020

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები  ა.ქ. და ო.ქ. დამნაშავედ ცნო. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 31 იანვარს, ქ.ბათუმში, ო.ქ-მ და ა.ქ-მ, რომლებსაც უკანონოდ ჰქონდათ გადმოკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ორი პირის ბ.ა-ს და მ.ა-ს განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღებიდან, ჯგუფურად, განახორციელეს მრავალჯერადი გასროლა ბ.ა-ს ავტომანქანის მიმართულებით, რის შედეგადაც მ.ა-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ბრალდებულებმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს, რადგან დაზარალებულებმა ავტომანქანით მოახერხეს გაქცევა, ხოლო  ო.ქ. და ა.ქ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ა.ქ. და ო.ქ. 2020 წლის 03 თებერვალს ქ.ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველით ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა), 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარება), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
​ბათუმის საქალაქო სასამართლომ ა.ქ. და ო.ქ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 16-16 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების დათესვა, მოყვანის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 142 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის... ...

21 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ გაუპატიურების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, იძულების და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული მუქარისა და იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების, პირადი ცხო... ...

21 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლ... ...

21 ოქტომბერი, 2026