კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ორგანიზებული ჯგუფის წევრებს 17 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

10 ივნისი, 2020

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ 2019 წლის სექტემბრის თვეში ზ.ბ-მ, ა.თ-მ, და ბ.კ-მ ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მოტივაცია იყო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოეხდინათ ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა და შემდგომ ინტერნეტსაიტის საშუალებით მისი გასაღება. ორგანიზებული ჯგუფის სამივე წევრს განაწილებული ჰქონდათ ფუნქციები, ისინი მოიპოვებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შემდგომ ავტომობილის მეშვეობით გადაადგილდებოდნენ ქ. თბილისში, სხვადასხვა უბნებში, რა დროსაც ნარკოტიკულ საშუალებებს და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ათავსებდნენ საცხოვრებელი კორპუსის სხვადასხვა ადგილებში, ხოლო მისამართებს ინტერნეტსაიტის მეშვეობით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემძენ პირებს, სანაცვლოდ ისინი კრიპტოვალუტის საშუალებით იღებდნენ ფულად თანხას.
ბრალდებულებს ზ.ბ-ს, ა.თ-ს, და ბ.კ-ს ბრალდების მხარე ედავებოდა ცხრა ეპიზოდში: ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების მომზადება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა, გასაღების მომზადება - საქართველოს სსკ-ის  260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მეექვსე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის, მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, მეხუთე ნაწილის „ა“, მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მეოთხე, მეექვსე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მუხლის მეორე ნაწილი, მეოთხე ნაწილი, მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს; ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  უკანონო გასაღების მცდელობა.       
თბილისის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის სამივე წევრი ზ.ბ, ა.თ, ბ.კ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად ბ.კ - ს და ა.თ-ს  თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, ხოლო ზ.ბ-ს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით განუსაზღვრა.


 

სხვა სიახლეები

news image

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა. როგორც... ...

11 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მ... ...

11 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდ... ...

11 სექტემბერი, 2026