კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლისა და შვილების მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

30 აგვისტო, 2019

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო.  
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.მ. 2016 წლის 14 დეკემბრიდან - 2019 წლის 3 თებერვლამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად სცემდა და ძალადობდა მეუღლის - ი.მ.-ს მიმართ. გარდა ამისა, გინებით, დამამცირებელი სიტყვებით სისტემატურად აშანტაჟებდა, შეურაცხყოფდა და ამცირებდა ცოლს და არასრულწლოვან შვილებს. სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ, დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება,  ფსიქიკური ტანჯვა და ფსიქოლოგიური ტრავმა გამოიწვია.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2019 წლის 20 იანვარს, მ.მ.-მ, მის მიერვე დაწყებული კონფლიქტისას და შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით,  არასრულწლოვან შვილს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმით  ფიზიკური ტკივილი მიაყენა, ხოლო შვილის ძალადობისგან დაცვის მიზნით გასაშველებლად ჩარეულ მეუღლეს გულმკერდის არეში ხელი დაარტყა. 
სამართალდამცველებმა მ.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2019 წლის 3 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ  სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ბ, გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის, ასევე არასრულწლოვნების მიმართ და არასრულწლოვნების თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრის მიმართ  ოჯახში ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ბ, გ’’ ქვეპუნქტებით (ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნების თანდასწრებით ოჯახის წევრების მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). 
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
 

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პ... ...

22 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ ასავალ-დასავალის წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემა... ...

22 ოქტომბერი, 2026

news image

თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს — მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა

თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.... ...

22 ოქტომბერი, 2026