კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირიების მიმართ, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

19 აგვისტო, 2026

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი სამი პირის მიმართ, ნდობის და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კერძო საცეკვაო სტუდიის დამაარსებელმა და ამავე სტუდიის პედაგოგმა, 17 მარტს, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი მოსწავლის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, განახორციელა გარყვნილი ქმედება.

ბრალდებულმა ასევე, 2021 წლის თებერვლის თვეში და 2023 წლის ოქტომბრის თვეში ანალოგიური ხასიათის ქმედებები განახორციელა მისი სტუდიის ორი სხვა მოსწავლის მიმართ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი პირის გარდაცვალება გამოიწვია ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ბრალდებ... ...

20 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის... ...

20 სექტემბერი, 2026

news image

ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართეს, რაც სასამართლომ დაამტკიცა

ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა,... ...

18 სექტემბერი, 2026