კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს და საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსს ბრალდება წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

27 ივლისი, 2020

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თ.ღ.-ს და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსს მ.ღ-ს ბრალდება წარუდგინა და მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა. 
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ  გამოძიებით დადგინდა,  რომ 2020 წლის 26 ივლისს თ.ღ.-მ და მ.ღ.-მ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე, თ.ღ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაზიდეს 34071 ლარის ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 8310 კოლოფი სიგარეტი „Manchester“-ი.  სამართალდამცველებმა აღნიშნული საქონელი  თ.ღ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას  იმავე დღეს ამოიღეს, რის შემდგომ  თ.ღ. და მ.ღ. დააკავეს. 
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად  6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ თაღლითური გზით თანხის დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ჩასარიცხ აპარატში ყალბი კუპიურების მოთავსებით, დაზარალებულების კუთვნილი თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალ... ...

22 ივნისი, 2026

news image

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულების თემაზე პროკრორებმა თბილისის საჯარო სკოლებში შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში - ორგანიზებული დანაშაულების თემაზე თბილისის N30 და N31 საჯარო სკოლებში პროკურორებმა შეხვედრე... ...

20 ივნისი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში რეგიონების საჯარო სკოლებში შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულების თემაზე საინფორმაციო კამპანიას აქტიურად ატარებს. პროკურორებმა საინფორმაციო შეხვედრები თეთრიწყაროს მუნ... ...

20 ივნისი, 2026