კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ „ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკის ეფექტიანობა“ თემაზე სოციოლოგიური კვლევის დიზაინის პრეზენტაცია გამართა
05 მაისი, 2020
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დაგეგმილი „ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკის ეფექტიანობა“ თემაზე სოციოლოგიური კვლევის დიზაინის პრეზენტაცია გაიმართა ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა დისტანციურ შეხვედრაზე.
გენერალური პროკურატურის ინიციატივით 2020 წლის 5 მაისს გამართულ შეხვედრაზე წარდგენილი კვლევის დიზაინის თანახმად, კვლევა მრავალმხრივი ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე განხორციელდება და რესპონდენტები ძალადობის მსხვერპლებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებიც იქნებიან.
შეხვედრაში მონაწილე მხარეებმა დაგეგმილი კვლევის მნიშვნელობაზე, მეთოდოლოგიასა და საორიენტაციო ვადებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს კვლევის ინსტრუმენტები.
როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების დასახვისთვის. ასევე იქნება შესაძლებელი სხვა აქტუალურ პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთოს რა გარემოებით არის გამოწვეული ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მიერ მისივე ოჯახის წევრ მოძალადის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე ან სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე უარი და რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული პრევენციის საშუალებები.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და დაზარალებულთათვის ეფექტიანი და დროული დახმარების უზრუნველყოფა, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. ოჯახური ძალადობის შესახებ კვლევა მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული პოლიტიკისა და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს განისაზღვროს - ხომ არ უნდა დადგეს დღის წესრიგში არსებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გადახედვის საჭიროება, ასევე რამდენად არის იგი მიმართული მოძალადის დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლისკენ.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებ... ...
08 მაისი, 2025
პროკურატურამ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგ... ...
07 მაისი, 2025
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს... ...
05 მაისი, 2025