კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
05 ნოემბერი, 2019
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელი გარემოებით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.გ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებები წარადგინა, დაიკითხა ათობით მოწმე, გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური კვალი, მათ შორის ბრალდებულის „დნმ“-ი, რომელთა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 4 თებერვალს ვ.გ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეგობარს - გ.ი.-ს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, ხანჯლით გულ-მკერდის, სახისა და ხელების არეში 25 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გ.ი. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ვ.გ. 2019 წლის 6 თებერვალს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ვ.გ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.... ...
09 სექტემბერი, 2026
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უ... ...
09 სექტემბერი, 2026
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გა... ...
08 სექტემბერი, 2026