კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
22 სექტემბერი, 2020
თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებული ი.გ. დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 01 იანვარს, სიღნაღის რაიონის ქ. წნორში, ი.გ.-მ ანგარებით, განზრახ მოკვლის მიზნით ი.ხ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ხ. ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ი.გ. გარდაცვლილის კუთვნილ 800 ლარს, 1100 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ი.გ. 2020 წლის 03 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ქურდობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ ი.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება... ...
24 ოქტომბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცვე... ...
24 ოქტომბერი, 2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, რაც სასამართლომ დაამტკიცა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონ... ...
23 ოქტომბერი, 2026