კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე დ.ც.-ს ბრალდება წარედგინა

29 აპრილი, 2020

მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე დ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით  წარედგინა.   
გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის  გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით  დაემუქრა,  რა დროსაც  ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. 
სამართალდამცველებმა  დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.  
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ მოწმეები, ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი  მტკიცებულებები, დაინიშნა ექსპერტიზები. 
ბრალდების მხარემ 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულ დ.ც.-სთვის   აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
 თბილისის საქალაქო სასამართლო  აღკვეთი ღონისძიების საკითხზე 2020 წლის 30 აპრილს იმსჯელებს.
 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე... ...

14 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნდობის, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენები... ...

13 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და... ...

13 ნოემბერი, 2026