კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
მთავარ პროკურატურაში პროექტის „ადგილობრივი საბჭო“ პრეზენტაცია გაიმართა
10 მარტი, 2016
დღეს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროექტის „ადგილობრივი საბჭო“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. შეხვედრას ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილეები მამუკა ვასაძე და გიორგი გოგაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები.
„ადგილობრივი საბჭო“, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი მოდელის მიხედვით შეიქმნა, რეგიონალურ დონეზე საკოორდინაციო ორგანოს წარმოადგენს. მის განხორციელებაში მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტები იღებენ. საბჭოში გაწევრიანებული არიან სამართალდამცავი ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.
„ადგილობრივი საბჭოს“ ფუნქციაა განიხილოს რეგიონში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობა, მიიღოს გადაწყვეტილებები რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შეიმუშაოს ინიციატივები, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით დასახოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული გეგმა. „ადგილობრივი საბჭო“ მიზნად ისახავს ასევე საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენების გააქტიურებას.
პროექტი პილოტურად აჭარის რეგიონში განხორციელდება. 11 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში დაგეგმილია პროექტის „ადგილობრივი საბჭოს“ პრეზენტაცია, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი ლევან პაქსაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
სხვა სიახლეები
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელს, ელჩ კრისტოფ შპეტს შეხვდა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტოფ შპეტთან შეხვედრ... ...
16 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგი... ...
15 ოქტომბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებ... ...
15 ოქტომბერი, 2026