კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

ჯგუფურად ორი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

04 სექტემბერი, 2019

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული კ.მ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 20 ივლისს, ქ. ოზურგეთში, კ.მ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და პისტოლეტით შეიარაღებული, დაუდგენელ პირებთან ერთად შემოქმედელის ქუჩაზე მივიდა და წლების წინ მომხდარი უთანხმოების გამო განაწყენებულმა ავტომანქანაში მსხდომ გ.ფ.-ს და დ.ო.-ს რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი თანმხლებ პირებთან ერთად  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გ.ფ. და დ.ო.  ადგილზე გარდაიცვალნენ. 
კ.მ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ორი პირის განზრახ მკვლელობა) და  236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება), აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
სამართალდამცველებმა კ.მ. 2019 წლის 8 თებერვალს სარფში დააკავეს.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ კ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და  სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
 

სხვა სიახლეები

news image

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა. როგორც... ...

11 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მ... ...

11 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდ... ...

11 სექტემბერი, 2026