კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად ლუქსემბურგში ექსტრადიციის მიზნით ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაში მყოფი პირი დააკავეს

28 ნოემბერი, 2020

2020 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად, ლუქსემბურგში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქე დ.კ. დააკავეს. იგი ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაშია (Europe’s Most Wanted). 
დ.კ.-ს ბრალად ედება სერიული და ორგანიზებული ქურდობების ჩადენა, ასევე ფულის გათეთრება და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა. დ.კ. 2019 წლის განმავლობაში, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, ლუქსემბურგის ტერიტორიაზე ძვირადღირებული ავტომანქანების ქურდობებში იღებდა მონაწილეობას და შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მიღებულ შემოსავალს სხვადასხვა გზით ათეთრებდა. აღნიშნული დანაშაულები  15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დ.კ.-ს თანამონაწილეების მნიშვნელოვანი ნაწილი ლუქსემბურგში  პატიმრობაში არიან,  ხოლო იგი მიმალვაში იმყოფებოდა. 
ლუქსემბურგის კომპეტენტურ ორგანოებს 40 დღიანი ვადა აქვთ საექსტრადიციო დოკუმენტების წარმოდგენისთვის. საექსტრადიციო დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, საქართველოს გენერალური პროკურატურა ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას  იუსტიციის მინისტრი მიიღებს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის და შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის და შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან... ...

04 ივლისი, 2025

news image

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მონაწილეობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რვა პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მასში მონაწილეობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რ... ...

04 ივლისი, 2025

news image

პროკურატურამ გასაღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გასაღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრ... ...

04 ივლისი, 2025