კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ოჯახში ძალადობის, მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდებულ, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

11 ივლისი, 2020

თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა თელავის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდებულს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს მ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ  2020 წლის ივნისში მ.გ.-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.შ.-ს. ასევე   სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.შ.-ს და შვილს 18 წლის ი.გ.-ს, მათ შორის ერთხელ არასრულწლოვანი, 7 წლის შვილის  გ.გ.-ს თანდასწრებით.  აღნიშნულის შემდეგ მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ჰაერში და  მ.შ.-ს, ი.გ.-ს და გ.გ.-ს მოკვლით დაემუქრა, მოგვიანებით კი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით  მეუღლეს მ.შ.-ს და შვილებს ი.გ.-ს, ე.გ.-ს და გ.გ.-ს  სახლის დატოვება მოსთხოვა.  
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებები მ.გ.-მ განახორციელა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.
სამართალდამცველებმა მ.გ. 2020 წლის 8 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126 მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილით, 111-151 მუხლის მე-2 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა. 
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. მ.გ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელი... ...

10 ივლისი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო... ...

10 ივლისი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულებს 19 და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფუ... ...

10 ივლისი, 2026