კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისთვის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
04 მარტი, 2020
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისთვის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 12 ივნისს, დილის საათებში, ბორჯომი-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ნ.მ-მ სხვა პირთან ერთად, ბლაგვი საგნის გამოყენებით, განზრახ დააზიანა მ.ფ-ს კუთვნილი მიკროავტობუსის კორპუსი და მინები. აღნიშნულის შემდეგ, მიკროავტობუსის ძარაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, გამყიდველს ა.პ.-ს ნაჯახით თავის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა.
იმავე დღეს ნ.მ-მ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორ ა.გ-ს და თანხის გადახდის გარეშე, ავტომობილში საწვავი ჩაასხმევინა.
სამართალდამცველებმა ნ.მ. 2019 წლის 12 ივნისს დაბა ბაკურიანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ... ...
29 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორ... ...
29 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართვ... ...
29 ოქტომბერი, 2026