კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17 აგვისტო, 2019

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული კ. ი. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კ. ი. მისი კუთვნილი ავტომანქანით მივიდა ქ. ონში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სიტყვიერად დაუპირისპირდა მეზობლად მცხოვრებ ნ. ბ.-ს. მათ შორის დაწყებული შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. განვითარებული კონფლიქტისა და ჩხუბის პროცესში, ნ. ბ.-ს მხრიდან განხორციელებული ძალადობით განაწყენებული კ. ი. მივიდა მისივე ავტომანქანასთან ამოიღო დანა და განზრახ მოკვლის მიზნით ნ. ბ.-ს რამდენიმეჯერ ჩაარტყა მუცლისა და წელის არეში. პოლიციის თანამშრომლებმა კ. ი. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კ. ი. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ განუსაზღვრა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს... ...

08 ივლისი, 2025

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის მომზადების და მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის მომზადების და მცდელობის ფაქ... ...

08 ივლისი, 2025

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო რე... ...

07 ივლისი, 2025