კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისათვის დაკავებულ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

28 აპრილი, 2020

2020 წლის 28 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ ბულგარეთის მოქალაქეებს ვ.ც-ს და დ.მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინეს და საქართველოს ტერიტორიის გავლით, ევროპის ქვეყნებში ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანეს და ინახავდნენ 40 კილოგრამამდე (38.147 კგ) ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. აღნიშნული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.

ვ.ც-ს  და დ.მ-ს  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ,  რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართ... ...

21 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ... ...

21 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე... ...

21 სექტემბერი, 2026