კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

14 აგვისტო, 2019

თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალებების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო.  
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.ა.-მ  უკანონოდ შეიძინა  ნარკოტიკული საშუალება  0,064   გრ. და  0,206  გრ. „ჰეროინი“ , საიდანაც ნაწილი  2018 წლის  9 ივლისს  100 ლარად, ხოლო  12 ივლისს 200 ლარად უკანონოდ გაასაღა გ.კ.-ზე.
სამართალდამცველებმა ა.ა. 2018 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი,  მე-4 ნაწილებით,  მე-3 ნაწილის „ა“  და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარედგინა  (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ  ა.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 
 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე... ...

14 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნდობის, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენები... ...

13 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და... ...

13 ნოემბერი, 2026