კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე, გულგრილობისთვის ბრალდებულებს 4 -4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
15 ოქტომბერი, 2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის ბრალდებულები ვ.მ. და თ.ტ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 16 იანვარს, დღის საათებში, თბილისში, ავთანდილის ქუჩის N8-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლებმა, ბუნებრივი აირის შესაძლო გაჟონვის შესახებ არაერთი შეტყობინება განახორციელეს ლიცენზიატი კომპანიის შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ცენტრში. აღნიშნული კომპანიიდან შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ სწრაფი რეაგირების ჯგუფის ოსტატი ვ.მ. და ამავე ჯგუფის ზეინკალი - თ.ტ, რომლებსაც კორპუსის მცხოვრებლებმა განუმარტეს პირველ სადარბაზოსა და ლიფტის შახტაში ბუნებრივი აირის ჭარბი რაოდენობით არსებობის შესახებ. აღნიშნული გარემოების მიუხედავად, ვ.მ-მ და თ.ტ-მ არ განახორციელეს კანონმდებლობითა და სამსახურებრივი ინსტრუქციით მათზე დაკისრებული ვალდებულება, სრულყოფილად შეემოწმებინათ, როგორც მთლიანი სადარბაზო, ასევე თითოეულ სართულზე არსებული ყველა საცხოვრებელი ბინა, ლიფტის შახტა და სათავსო.
ასევე, მათ არ მიუღიათ რაიმე პრევენციული ზომა, შესაძლო ავარიის თავიდან ასაცილებლად. ვ.მ-მ და თ.ტ-მ ზედაპირული დაკვირვებისა და სართულების შერჩევითი შემოწმების შედეგად ვერ აღმოაჩინეს რაიმე სახის დარღვევა, რის თაობაზეც შეადგინეს შესაბამისი ოქმი. მიუხედავად კორპუსის მცხოვრებლების არაერთი განმარტებისა, რომ პირველ სადარბაზოსა და ლიფტის შახტაში კვლავ იგრძნობოდა ბუნებრივი აირის სუნი, ვ.მ-მ და თ.ტ-მ არ გაითვალისწინეს შესაძლო მძიმე შედეგის დადგომა და მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. დაახლოებით ორ საათში კი, გაჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა, რამაც ავთანდილის ქუჩის N8-ში მდებარე კორპუსის ნგრევა გამოიწვია, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ვ.მ. და თ.ტ. 2019 წლის 18 იანვარს სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. ორივეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.მ. და თ.ტ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალები... ...
03 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 11 წლის არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედას და მის მეგობ... ...
03 ნოემბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, სიც... ...
02 ნოემბერი, 2026