კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

არასრულწლოვნების მიმართ  გარყვნილი ქმედების  ფაქტზე  ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

14 იანვარი, 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან  გარყვნილი ქმედების  ფაქტზე თ.წ.  დამნაშავედ ცნო. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  თ.წ.-მ  2018 - 2019 წლებში,  ოთხი არასრულწლოვნის მიმართ  გარყვნილი ქმედება განახორციელა. 
სამართალდამცველებმა თ.წ. 2019 წლის 27 აპრილს დააკავეს.  მას  ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოთხი ეპიზოდი (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე... ...

25 სექტემბერი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კოვიდპანდემიის დროს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა. შეხვედრას ესწრ... ...

24 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინ... ...

24 სექტემბერი, 2026