კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
ძმის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
02 ნოემბერი, 2019
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში ბრალდებული გ.ფ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 1 თებერვალს, გ.ფ.-მ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა და ატარებდა, მეზობელს კ.ბ-ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, ხოლო ურთიერთშელაპარაკებისას შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ძმას-დ.ფ.-ს თავის არეში ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.ფ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა და ატარებდა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.ფ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქ... ...
01 ივლისი, 2025
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინაა... ...
01 ივლისი, 2025
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადნილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრ... ...
01 ივლისი, 2025