კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

20-21 ივნისს აქციის შეწყვეტისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი

27 აგვისტო, 2019

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული აქციის მონაწილის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი. 
გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე, იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობდა დაკავებულის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების წინაპირობა და აუცილებლობა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. 
20-21 ივნისს მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს. საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პროკურატურა მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს სახალხო დამცველთან. მოცემულ საქმეზე  მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ, მაღალი საჯარო  ინტერესის  გათვალისწინებით,   საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული.
 

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთ... ...

25 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის თაღლითობის საქმეებზე გამოძიებისა და სამართლებრივი შეფასების საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით... ...

25 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება... ...

24 ოქტომბერი, 2026