კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

ისტორია

1918

1991

1992

1995

2008

2018

საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელები

1918 წელს, სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან მალევე შეიქმნა ქართული პროკურატურის პირველი სტრუქტურული ერთეულები სასამართლო სისტემაში. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდგომ, დამოუკიდებელი საქართველოს პროკურატურამ შეწყვიტა არსებობა.

history image

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე კანონების ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულებისადმი უმაღლეს ზედამხედველობას ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურორი

საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს თანამდებობაზე ნიშნავდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. ამ პერიოდში პროკურატურა საბჭოური ტიპის უწყებად რჩებოდა, ვინაიდან არ იყო მიღებული რესპუბლიკური საკანონმდებლო აქტები და პროკურატურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი რეგულირდებოდა სსრ კავშირის კანონმდებლობით.

history image

1992 წლის 11 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ დაამტკიცა „საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის დროებითი დებულება“, რომლითაც პროკურატურის სტატუსი განისაზღვრა

საქართველოს პროკურატურა წარმოადგენდა ერთიან, ცენტრალიზებულ, დამოუკიდებელ ორგანოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საბჭოს მიერ დანიშნული გენერალური პროკურორი, იგი ანგარიშვალდებული იყო სახელმწიფო საბჭოს წინაშე

history image

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციისა და 1997 წლის 21 ნოემბერს მიღებული „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, საქართველოს პროკურატურა წარმოადგენდა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებას

საქართველოს პროკურატურა ახორციელებდა სისხლისსამართლებრივ დევნას, ზედამხედველობდა მოკვლევას, სასჯელის მოხდას, მხარს უჭერდა სახელმწიფო ბრალდებას. გენერალურ პროკურორს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 5 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობაზე ნიშნავდა პარლამენტი. ქვემდგომ პროკურორებს ნიშნავდა გენერალური პროკურორი. გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს წარმოადგენდა გენერალური პროკურატურის კოლეგია.

history image

საქართველოში პროკურატურის სისტემაში შედიოდა:

საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურა, საქართველოს სატრანსპორტო პროკურატურა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რეგიონული სამხედრო და სატრანსპორტო პროკურატურები, რაიონის (ქალაქის) პროკურატურები და სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურატურები. პროკურატურის სისტემა ამ სახით ფუნქციონირებდა 2004 წლამდე. 2004 წელს განხორციელებული ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა სამხედრო, სატრანსპორტო, სასჯელაღსრულებისა და საქალაქო პროკურატურები.

history image

2008 წლის 10 ნოემბრიდან, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად, საქართველოს პროკურატურა შევიდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით

პროკურატურის სისტემას საერთო ხელმძღვანელობას უწევდა იუსტიციის მინისტრი. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობდა მთავარი პროკურორი, რომელსაც 2008 – 2013 წლებში იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა საქართველოს პრეზიდენტი. პროკურატურის სისტემა - მთავარი პროკურატურა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რაიონული პროკურატურები.

history image

გენერალურ პროკურატურად გარდაქმნა

2018 წელს, პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით - კონსტიტუციით იქნა აღიარებული. შედეგად, ის გამოეყო იუსტიციის სამინისტროს და გახდა სრულად დამოუკიდებელი უწყება. უწყების დასახელება - მთავარი პროკურატურა - გენერალური პროკურატურით შეიცვალა; თანამდებობა მთავარი პროკურორი კი - გენერალური პროკურორით. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო საპროკურორო საბჭოს - რომლის მთავარი ფუნქცია პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაა. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს თავად საბჭოს წევრები ირჩევენ. საპროკურორო საბჭო თავად ატარებს კონსულტაციებს, ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. საპროკურორო საბჭო ისმენს პროკურატურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გაფართოვდა გენერალური პროკურორის უფლება-მოვალეობები. გენერალური პროკურორი პასუხისმგებელია პროკურატურის სისტემის სრულ მართვაზე; არის სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი ბრალმდებელი; გენერალური პროკურორი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. გაძლიერდა საპარლამენტო კონტროლი პროკურატურის საქმიანობაზე.

history image

საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელები

გიორგი გვარაკიძე - 24.06.2025 - დღემდე
გიორგი გაბიტაშვილი - 18.07.2024 - 04.06.2025
ირაკლი შოთაძე - 18.02.2020 - 23.05.2024
შალვა თადუმაძე - 16.07.2018 – 12.12.2019
ირაკლი შოთაძე - 27.11.2015 - 31.05.2018
გიორგი ბადაშვილი - 21.01.2014 - 27.11.2015
ოთარ ფარცხალაძე - 21.11.2013 - 03.01.2014
არჩილ კბილაშვილი - 26.10.2012 - 21.11.2013
მურთაზ ზოდელავა -28.09.2009 - 26.10.2012
მამუკა გვარამია - 10.11.2008 - 28.09.2009
ეკა ტყეშელაშვილი - 31.01.2008 - 05.05.2008
ზურაბ ადეიშვილი - 10.06.2004 - 28.01.2008, იუსტიციის მინისტრი - 02.11.2008 – 25.10.2012
ირაკლი ოქრუაშვილი - 14.01.2004 - 10.06.2004
ნუგზარ გაბრიჩიძე - 30.11.2001 - 14.01.2004
გია მეფარიშვილი — 13.02.2001 - 01.11.2001
ჯამლეთ ბაბილაშვილი — 26.04.1994 - 05.02.2001
თევდორე (თედო) ნინიძე — 25.11.1992 - 10.09.1993
ვაჟა აბაკელია — 25.11.1991 - 05.01.1992
ვახტანგ რაზმაძე — 06.08.1985 - 25.11.1991; 05.01.1992 - 25.11.1992