საჯარო ინფორმაციის შესახებ ყოველწლიური ანგარიში

 2013 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

 

2013 წელს საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსულია 372 განცხადება. აქედან: საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად სრულად გაიცა 264 შემთხვევაში, 31 შემთხვევაში განცხადება ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, ასევე 9 შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, 58 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 10 განცხადებაზე კი დღევანდელი მდგომარეობით არ ამოწურულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ინფორმაციის გაცემის ათ დღიანი ვადა.

2013 annual report on public information

საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2013 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა.