ინფორმაცია გიორგი ველიაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის #007093312 საქმეზე

2009 წლის 13 ნოემბერს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის #007093312 საქმეზე, დავით ხიჯაკაძეზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია: 2009 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე, სავალუტო ჯიხურის მეპატრონე დავით ხიჯაკაძე, რომელსაც საქამრეში ჰქონდა ჩადებული 20000 ა.შ.შ. დოლარი, მივიდა თავის საცხოვრებელ სახლთან - თბილისში, მარიჯანის ქუჩა #4-ში, კორპუსთან გააჩერა ავტომანქანა და შევიდა სადარბაზოში, სადაც შეჰყვა მისთვის უცნობი სამი პიროვნება. ერთ-ერთი მათგანი, იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით დაემუქრა დ. ხიჯაკაძეს და მოსთხოვა მათთვის გადაეცა ფული, მეორემ ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან (7.62 მმ კალიბრი), რის შედეგად დ. ხიჯაკაძე დაიჭრა მარჯვენა ფეხში (მსუბუქი დაზიანება), მესამემ კი საქამრედან ამოაცალა 20000 აშშ დოლარი და სამივე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
დ. ხიჯაკაძემ დაკითხვისას აჩვენა, რომ მართალია მას არ შეუძლია თავდამსხმელთა აღწერილობის მოცემა, მაგრამ ნახვის შემთხვევაში შეძლებს ამოცნობას.
შემთხვევის ადგილის მომსახურე ანძებიდან ამოღებული იქნა ყაჩაღობის დროს განხორციელებული შემომავალ-გამავალი ზარები, დადგინდა მობილური ტელეფონის ნომრის მფლობელი პირები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან ამოღებული იქნა ფოტოები. 
აღნიშნული სურათების დათვალიერებისას, დაზარალებულმა დ. ხიჯაკაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახული პიროვნება შესაძლოა ყოფილიყო მის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის მონაწილე. ამოცნობილ სურათზე გამოსახული პირი აღმოჩნდა 1982 წლის 6 აპრილს თბილისში დაბადებული, ცოლშვილიანი, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-6 კვარტალი, 22-ე კორპუსი, ბინა #59-ში მცხოვრები გიორგი ოთარის ძე ველიაშვილი, რომელიც 2010 წლის 28 ივნისს, დაზარალებულ დ. ხიჯაკაძის მიერ ამოცნობილი იქნა, თუმცა  დაზარალებულ დ. ხიჯაკაძეს არ მიუთითებია ამოსაცნობის რაიმე განსაკუთრებულ ნიშანზე, ასევე არ არის დეტალურად აღწერილი  თუ რა ნიშნით ამოიცნო ბრალდებული დ. ხიჯაკაძემ.    2009  წლის 30 ივნისს ეჭვმიტანილ გ.ველიაშვილს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი ორთვიანი დაპატიმრება.
საქმეზე   დაცვის  მხარის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების  ჩვენებების  თანახმად  უდავოდ დადგენილია, რომ  დანაშაულის  ჩადენის მომენტში გიორგი ველიაშვილი არ იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის  ადგილზე.
გ. ველიაშვილის მეუღლემ სოფიო ლომიამ უჩვენა, რომ 2009 წლის 13 ნოემბერს იმყოფებოდნენ ვაჟა-ფშაველას #75-ში, დაახლოებით 7 საათზე მივიდნენ ნაქირავებ ბინაში მდებარე ვაჟა-ფშაველას მე-2 კვ, მე-7 კორპ, ბინა 27-ში, სადაც ქირის  თანხა მიუტანეს   ბინის მეპატრონეს ნათელა ცხოვრებაძეს, ბინაში  მათთან ერთად იმყოფებოდა გიორგი ველიაშვილის  დედა ვარდიკო სახოკია,  ნარგიზა ჩხეტია- გ. ველიაშვილის ბიცოლა.  ბინა მათ დატოვეს 8 საათში შემდეგ. აღნიშნული ჩვენება სრულად დაადასტურეს ვ.სახოკიამ, ნ, მშვიდობაძემ,  და ნ. ჩხეტიამ. გ. ჭიოკაძემ და . ნიკოლაძემ. 
მოწმე ლუბა  როშჩუბკინამ – მაღაზიის გამყიდველმა უჩვენა, რომ   2009 წლის 13 ნოემბერს გიორგი ველიაშვილი  და მის მეუღლე მაღაზიიდან  ვაჟა –ფშაველას #75-დან დაახლოებით 19 საათზე წავიდნენ ქირის გადასახდელად და დაბრუნდნენ 20 საათის მერე.
ანალოგიური ჩვენება მისცეს მაღაზიის მფლობელებმა გ. ჭიოკაძემ და ლ. ნიკოლაძემ. 
2010 წლის 23 აგვისტოს დაცვის მხარემ  შუამდგომლობით   მიმართა სასამართლოს გიორგი ველიაშვილის  მიმართ აღკვეთი ღონისძიების  შეცვლის შესახებ და ითხოვა პატიმრობის  ნაცვლად გირაო 5000 ლარის ოდენობით შეფარდება.
ამჟამად საქმეზე დაწყებულია  განხილვა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში. 
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დავით ხიჯაკაძემ უჩვენა, რომ მან ნამდვილად ამოიცნო  გიორგი ველიაშვილის გამომძიბელის  მიერ ჩატარებული ამოცნობის დროს, თუმცა საქმის მასალების  გაცნობის  შემდეგ,  მისთვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი ველიაშვილს გააჩნდა  ალიბი და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ გიორგი ველიაშვილი დანაშაული ჩადენის მომენტში  იმყოფებოდა სხვა ადგილზე,   აღნიშნულიდან გამომდინარე იგი ვერ იქნება  თავის ჩვენებაში კატეგორიული და დღეის მდგომარეობით ვერ იტყვის დაზუსტებით გ. ველიაშვილმა მოახდინა თუ არა ყაჩაღური თავდასხმა.  შესაბამისად მას გიორგი ველიაშვილის მიმართ არ გააჩნია   არანაირი პრეტენზია და თანახმაა შეწყდეს მის მიმართ დევნა.
საქმეში ერთადერთ   მტკიცებულებას წარმოადგენდა  დაზარალებულ დავით ხიჯაკაძის  მიერ გიორგი ველიაშვილის ამოცნობა. 
2012 წლის 27 დეკემბერს      აღნიშნულის  გათვალისწინებით ბრალდების მხარდაჭერაზე  ითქვა უარი, საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის  პირველი ნაწილის  ,,მ’’ ქვეპუნქტით შეწყდა დევნა  გ. ველიაშვილის მიმართ. ( მოსამართლე ქ. ჯაჭვაძე) 

 ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი:-ქ. ჩაჩავა       
2012 წლის 27 დეკემბერს   ბრალდების მხარდაჭერაზე  ითქვა უარი  ( სსკ-ის 28-ე მუხლის  პირველი ნაწილის  ,,მ’’ ქვეპუნქტით) და შეწყდა დევნა  გიორგი ველიაშვილის მიმართ.
2009 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე, სავალუტო ჯიხურის მეპატრონე დავით ხიჯაკაძე, მივიდა თავის საცხოვრებელ სახლთან, კორპუსთან გააჩერა ავტომანქანა და შევიდა სადარბაზოში. მას მისთვის უცნობი სამი პიროვნება შეყვა. თავდასხმელებმა იარაღის მუქარით ფული მოსთხოვეს. ერთ-ერთმა მათგანმა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრა დ. ხიჯაკაძე.  თავდამსხმელებმა საქამრედან ამოაცალეს 20000 აშშ დოლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დავით ხიჯაკაძემ დაკითხვისას აჩვენა, რომ მართალია მას არ შეეძლო თავდამსხმელთა აღწერა, მაგრამ   ნახვის შემთხვევაში ამოცნობას შეძლებდა.
გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად (შემომავალ-გამავალი ზარები, დადგინდა მობილური ტელეფონის ნომრის მფლობელი პირები) ამოღებული იქნა ფოტოები.
სურათების დათვალიერებისას, დაზარალებულმა დ. ხიჯაკაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახული პიროვნება შესაძლოა ყოფილიყო მასზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის მონაწილე. ამოცნობილ სურათზე გამოსახული პირი აღმოჩნდა  გიორგი ველიაშვილი. თუმცა დაზარალებულ ხიჯაკაძეს არ მიუთითებია ამოსაცნობის რაიმე განსაკუთრებულ ნიშანზე, ასევე არ არის დეტალურად აღწერილი  თუ რა ნიშნით ამოიცნო ბრალდებული დ. ხიჯაკაძემ. 
2009  წლის 30 ივნისს ეჭვმიტანილ გ.ველიაშვილს წარედგინა ბრალდება სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. 
საქმეში ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენდა  დაზარალებულის  მიერ ველიაშვილის ამოცნობა. 
დაცვის  მხარის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების  ჩვენებების  თანახმად  უდაოდ დადგენილია, რომ  დანაშაულის  ჩადენის დროს გიორგი ველიაშვილი არ იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის  ადგილზე.
სასამართლო სხდომაზე  დავით ხიჯაკაძემ უჩვენა, რომ   ჩატარებული ამოცნობის დროს, მან ნამდვილად ამოიცნო  გიორგი ველიაშვილი. თუმცა საქმის მასალების  გაცნობის შემდეგ,  მისთვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი ველიაშვილს გააჩნდა  ალიბი და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ გიორგი ველიაშვილი დანაშაული ჩადენის მომენტში სხვა ადგილზე იმყოფებოდა.   აღნიშნულიდან გამომდინარე იგი ვერ იქნება  თავის ჩვენებაში კატეგორიული და დღეის მდგომარეობით ვერ იტყვის დაზუსტებით ველიაშვილმა მოახდინა თუ არა ყაჩაღური თავდასხმა.  შესაბამისად მას გიორგი ველიაშვილის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა შეწყდეს მის მიმართ დევნა.