ვაკანსია

 

კონკურსები

საქართველოს პროკურატურის სისტემაში შრომითი მოწყობა ყველაზე ეფექტური და გამჭვირვალე გზით არის შესაძლებელი. 

საქართველოს პროკურატურა პერიოდულად საჯარო სამსახურის ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს კონკურსს როგორც ვაკანტურ თანამდებობაზე, ასევე სტაჟიორთა მისაღებად. 

სტაჟიორთა კონკურსი გულისხმობს სამი ეტაპის გავლას: 

  • პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში;
  • მეორე ეტაპი - ტესტირება სპეციალობაში;
  • მესამე ეტაპი - გასაუბრება სტაჟირების გავლის კომისიასთან. 

სამივე ეტაპის გავლის შემდეგ, წარმატებული სტაჟიორობის კანდიდატები შესაბამისი ტრენინგის გავლის შემდეგ ინიშნებიან სტაჟიორებად საქართველოს პროკურატურის ორგანოებში. პროკურატურაში სტაჟირება გრძელდება 6 თვიდან 1 წლამდე და ანაზღაურებადია. სტაჟირების 1 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, კომისიის მიერ მათი დადებითი შეფასების შემთხვევაში, ხდება დანიშვნა პროკურორისა და გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს. ტელ: 2 40 52 07

 

პროკურატურის მუშაკთა კონკურსის ჩატარების წესი