თანამშრომელთა სტატისტიკა


საკადრო
პოლიტიკის მოკლე მიმოხილვა

 

საქართველოს პროკურატურის საკადრო პოლიტიკის ამოსავალი პრინციპებია გამჭვირვალობა და ობიექტურობა.  პროკურორად და გამომძიებლად დანიშვნა შესაძლებელია ორი ძირითადი გზის მეშვეობით:

1.      სტაჟირების პროგრამა

საქართველოს პროკურატურა ყოველწლიურად აცხადებს სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს. კონკურსი შედგება რამდენიმე ეტაპისაგან: 1.  ზოგადი უნარებისა და პროფესიული ტესტირება. 2. გასაუბრება. აღნიშნული კონკურსის გავლის შემდეგ სტაჟიორები გაივლიან თეორიული მომზადების კურსს, ხოლო ერთწლიანი სტაჟირების გავლის შემდეგ შესაძლოა დაინიშნონ გამომძიებლისა და პროკურორის ვაკანტურ თანამდებობებზე.

2.      მონაცემთა სარეზერვო ბაზა

პირი, რომელიც აკმაყოფილებს პროკურორისა და გამოძიებლისათვის წაყენებულ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, შეიძლება შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ ჩაირიცხოს მონაცემთა ბაზაში. ბაზაში  შეიძლება ირიცხებოდეს არაუმეტეს 3 წლისა. შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მონაცემთა ბაზიდან დანიშვნა.

პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად დანიშვნის კრიტერიუმები, ასევე პროცესი გაწერილის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე და 311-ე მუხლებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 25 სექტემბრის ბრძანებით  №96, ხოლო ამავე დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესი განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის  ბრძანებით №105.

ხსენებული კანონისა და კანონქვემდებარე აქტების თანახმად, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს 6 თვიდან 1 წლამდე სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისათვის ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა.

პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლისაგან თავისუფლდება მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, ხოლო საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და  მოადგილეები და პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება.

პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლისაგან ასევე თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს მოსამართლედ, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება,  ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. იგი, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ინიშნება მთავარი პროკურორის მიერ პროკურორის ან გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე.

2004 წლის ბოლოდან დღემდე პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება გაიარა 450-ზე მეტმა პირმა, რომელთან 207 (მოქმედი გამომძიებლებისა და პროკურორების 40 %) დღეს მუშაობს პროკურატურის ორგანოებში, მათ შორის მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსების, სამმართველოს უფროსების, საოლქო და რაიონული პროკურორების თანამდებობებზეც. ამჟამად სტაჟირებას გადის 50 პირი.

2013 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით პროკურატურის სისტემაში დასაქმებულია  839 მუშაკი, მათ შორის 279 ქალი (33,4%). კერძოდ:

1.      430 პროკურორი, მათ შორის, 104 ქალი (24,2%);

2.      85 გამომძიებელი, მათ შორის 9 ქალი (10,6%);

3.      98 მრჩეველი, მათ შორის 79 ქალი (80,6%);

4.      50 სტაჟიორი, მათ შორის 21 ქალი (42%);

5.      131 - დამხმარე მოსამსახურე, მათ შორის 46  ქალი (35,1%);

6.      45 შტატგარეშე მოსამსახურე, მათ შორის 20 ქალი (44%).

პროკურატურაში დასაქმებულ პირთა საშუალო ასაკი 39 წელია.

 



„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 311-ე მუხლი.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი;

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი;

 

2013 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით პროკურატურის სისტემაში დასაქმებულია  839 მუშაკი, მათ შორის 279 ქალი (33,4%).

http://pog.gov.ge/res/images/public_information/prokuraturis_organoebshi_dasakmebulta_genderuli_shemadgenloba

 

კერძოდ:

1.      430 პროკურორი, მათ შორის, 104 ქალი (24,2%);

http://pog.gov.ge/res/images/public_information/prokuraturis_organoebshi_dasakmebulta_genderuli_shemadgenloba_damxmare_tanamshromlebi

 

2.      85 გამომძიებელი, მათ შორის 9 ქალი (10,6%);

http://pog.gov.ge/res/images/public_information/prokuraturis_organoebshi_dasakmebulta_genderuli_shemadgenloba_gamomzieblebi

 

3.      98 მრჩეველი, მათ შორის 79 ქალი (80,6%);

http://pog.gov.ge/res/images/public_information/prokuraturis_organoebshi_dasakmebulta_genderuli_shemadgenloba_mrchevlebi

 

4.      50 სტაჟიორი, მათ შორის 21 ქალი (42%);

http://pog.gov.ge/res/images/public_information/prokuraturis_organoebshi_dasakmebulta_genderuli_shemadgenloba_prokurorebi

 

5.      131 - დამხმარე მოსამსახურე, მათ შორის 46  ქალი (35,1%);

http://pog.gov.ge/res/images/public_information/prokuraturis_organoebshi_dasakmebulta_genderuli_shemadgenloba_shtatgareshe_tanamshromlebi

 

6.      45 შტატგარეშე მოსამსახურე, მათ შორის 20 ქალი (44%).

http://pog.gov.ge/res/images/public_information/prokuraturis_organoebshi_dasakmebulta_genderuli_shemadgenloba_stajiorebi