სალომე შენგელია

საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი


დაიბადა 1989 წელს.

2011 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრიატი);
2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრატურა);
2013 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

2016 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე უკავია საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის  უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა;     

სალომე შენგელია 2008 წელს მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის მენეჯერად;
2011 წელს სტაჟირება გაიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატისა და თავმჯდომარის ბიუროს აპარატში.
2011 წელს სალომე შენგელიამ კარიერა დაიწყო საქართველოს პროკურატურაში ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სპეციალისტად, შემდეგ იყო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორი.
2012 წელს კარიერა განაგრძო საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს პროკურორად;

2012-2013 წლებში იყო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი;
2013 წელს ეკავა ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის პოზიცია. 
2013-2016  წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს  პროკურორი.                                                                        

სალომე შენგელიას გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი: სისხლის სამართლის პროცესი, ადამიანის უფლებები, სისხლის სამართლის ელექტრონული საქმისწარმოება, სამართლებრივი წერა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), მოხელის და მასთან გათანაბრებული პირების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ეფექტური კომუნიკაცია, პროექტების მართვის, განრიდებისა და მედიაციის ტრენინგი, ასევე ტრენერთა ტრენინგი. სალომე შენგელია არის ადამიანის  უფლებათა სწავლების ევროპული პროგრამის  HELP-ის სერთიფიცირებული ტრენერი.

ფლობს  ინგლისურ და რუსულ ენებს.