შალვა თადუმაძე


დაიბადა 1978 წელს.

1999 წელს დაამთავრა  თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია.

2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი, მინიჭებული აქვს ტექნიკურ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება.

2018 წლის 16 ივლისიდან შალვა თადუმაძე იკავებს საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს.

შალვა თადუმაძემ კარიერა დაიწყო 2001 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს იურიდიული ქვეგანყოფილების იურისტ კონსულტანტად.

2001-2002 წლებში ასოციაციაში „სამართალი და თავისუფლება“ და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) პროექტში „სამხედრო მოსამსახურის უფლებები“ მუშაობდა ადვოკატად, 2002-2003 წლებში ასევე მუშაობდა ადვოკატად ევროპული კომისიის (EC) პროექტში „სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა და ანტიკორუფციული ღონისძიებები თავდაცვის სფეროში“.

2002-2004 წლებში იყო სამხედრო დისციპლინის კოდექსის შემმუშავებელი კომისიის წევრი.

2003-2005 წლებში ასოციაციაში „სამართალი და თავისუფლება“ და ასევე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF) პროექტში იყო  საგანმანათლებლო და კანონშემოქმედებითი ჯგუფის წევრი. 

2003-2004 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეკავა იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა.

2005-2007 წლებში ასოციაციაში „სამართალი და თავისუფლება“ და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის (OSI) პროექტში „ადამიანის უფლებების დაცვა შეიარაღებულ ძალებში და სამოქალაქო კონტროლი თავდაცვის სამინისტროზე“ მუშაობდა პროექტის კოორდინატორად და ადვოკატად.

2006-2009 წლებში ასევე მუშაობდა პროექტის კოორდინატორად ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი ცენტრის და IRI-ის პროექტში „ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი სკოლა“.

2007-2008 წლებში ჰოლდინგ კომპანიაში „აბგ & პროფსერვის გრუპი“ ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 

2010-2012 წლებში ასოციაციაში „სამართალი და თავისუფლება“ და ევროპის კავშირის (EU) პროექტში „წამების პრევენცია სამხედრო ჰაუპტვახტებში“ ეკავა პროექტის კოორდინატორის პოზიცია.

2008-2012 წლებში დააფუძნა საადვოკატო კომპანია „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგი“, სადაც საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით მუშაობდა ადვოკატად.

2012-2018 წლებში ეკავა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა.

2014-2016 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ხელშემწყობ სამთავრობო კომისიას.

2017 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 

2018 წლის 16 ივლისამდე მუშაობდა  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.

შალვა თადუმაძეს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი-სემინარი პროფესიული განვითარების მიზნით, 2006 წელს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით. 2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში. 


ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.


ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.