ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ ოჯახს სააღდგომოდ საჩუქრები გადასცეს

2018-04-07 13:06:54
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ  ოჯახს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული  მიულოცეს. 
პროკურატურის თანამშრომლები ვარკეთილში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ  რუსუდან ფრიდონაშვილის მრავალშვილიან ოჯახს ეწვივნენ და საკვები პროდუქტები და  საჩუქრები გადასცეს.  
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერას  და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.