გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით საკალათბურთო მატჩი გაიმართა

2018-02-28 12:36:43

გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, გლდანის რაიონის 191-ე  და ნაძალადევის რაიონის 112-ე  საჯარო სკოლის გუნდებს შორის კალათბურთის მატჩი გაიმართა. გლდანის სპორტული კლუბის მხარდაჭერით  ჩატარებული შეჯიბრი 112-ე საჯარო სკოლის გუნდმა ანგარიშით  46:28  მოიგო. 

გამარჯვებული გუნდი საქართველოს პროკურატურის სახელით სპეციალური  თასით დაჯილდოვდა, ხოლო სპორტული ღონისძიების მონაწილეებს სამახსოვრო  სიგელები გადაეცათ.  
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი  წესის პოპულარიზაცია და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.