ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ზუგდიდში სპორტული ღონისძიება გაიმართა

2018-02-09 12:21:01
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის სპორტული ღონისძიება გაიმართა. ქ.ზუგდიდში, სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ.ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ველომარათონი მოეწყო. ღონისძიებაში, რომელიც ქ.ზუგდიდის მერიის დახმარებით გაიმართა, 50-მდე მოსწავლესთან ერთად ზუგდიდის რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ და პროკურატურის წარმომადგენლებმა მიიღეს  მონაწილეობა. შეჯიბრის ბოლოს  პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს სპეციალური თასები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საზოგადოებაში სამართალდამცავი ორგანოების  მიმართ ნდობის ამაღლება.