მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით სამართლებრივ საკითხებზე მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

2018-02-09 12:01:58
მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, სამართლებრივ საკითხებზე ქ. მცხეთის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილემ არჩილ ბედუკაძემ საჯარო რეესტრის წარმომადგენელთან და ნოტარიუსთან ერთად მოსახლეობას ისეთი სახის დანაშაულზე მიაწოდა ინფორმაცია, როგორიცაა მიწის თაღლითურად დაუფლება და დოკუმენტების გაყალბება.  
შეხვედრაზე აღნიშნული დანაშაულის თავიდან აცილების გზების შესახებ ისაუბრეს და იმ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე გაამახვილეს ყურადღება,  რომელიც  ამ სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემთხვევაში დგება. 
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლებრივი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას,  დანაშაულის პრევენციას და საქართველოს პროკურატურის მიმართ ნდობის გაღრმავებას.